|
2017-10-23 14:16:22, 2034 ნახვა
ეკონომიკა
NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარე თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს
დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ვიზიტით მყოფ უმსხვილესი საგანმანათლებლო ფონდის NIPPON_ის თავჯდომარეს, იოჰეი სასაკავას შეხვდა. მხარეებმა ფონდსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსექტივები განიხილეს. იაპონური ფონდი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანასთან ძირითადად საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობს და 20-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა ითანამშრომლოს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საგანმანთლებლო ორგანიზაციასთან. „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ეს ვიზიტი. NIPPON-ის ფონდი გახლავთ საზღვაო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით, ბევრ პროგრამას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამების ფარგლებში 10 ქართველს კვალიფიკაციის გადამზადების შესაძლებლობა მიეცა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დოქტორ სასაკავასთან და ნიპონის ფონდთან გავაღრმავებთ ურთიერთობას და საქართველოშიც ჩამოყალიბდება ტრენინ-გცენტრი, რომელიც მთელ რეგიონს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოემსახურება,“-აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა იოჰეი სასაკავას ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ფონდი NIPPON_ის ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართა ფონდის შავი და კასპიის ზღვის რეგიონის 4 სასტიპენდიო პროგრამის სტიპენდიანტთა კონფერენცია. მისი მიზანია საზღვაო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პრინციპების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განხილვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარის, მამუკა ახალაძის ინფორმაციით, NIPPON-ის ფონდის თავმჯდომარის საქართველოთი დაინტერესება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. „იოჰეი სასაკავას ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს გლობალურ მოთამაშეს საზღვაო მიმართულებით და ჩვენ წარმოვადგენთ საინტერესო ქვეყანას ფონდისთვის და ზოგადად იაპონიისთვის. აღნიშნული ფონდი უკვე ათეული წლების განმავლობაში აფინანსებს სტიპენდიანტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი დონის საერთაშორისო უნივერსიტეტებში. მისი კურსდამთავრებულები ძირითად მოღვაწეობენ არაერთი განითარებული ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში. აქ საუბარია საზღვაო სამართალზე, ზოგადად საზღვაო მმართველობაზე, საზღვაო ტექნოლოგიებზე, ნავსადგურებისა და ნავიგაციების უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე და ა.შ. ეს მიმართულებები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მიზანია საქართველო ჩამოყალიბდეს საერთაშორისო დონის განვითარებულ საზღვაო ქვეყანად,“-აცხადებს მამუკა ახალაძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ უკვე ისარგებლა NIPPON-ის ფონდის პროგრამით და მიეცა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა საზღვაო სფეროს ისეთ წამყვან დაწესებულებებში, როგორიცაა: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტი (IMLI), მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი (WMU), გაეროს ოკეანეებისა და საზღვაო სამართლის პროგრამა (UN DOALOS) და საერთაშორისო საზღვაო ტრიბუნალი (ITLOS). „ჩვენ უკვე 30 წელზე მეტია აქტიური ყურადღება გადავიტანეთ ზღვებზე მთელ მსოფლიოში. შედეგად, ჩვენ გვყავს 1200-ზე მეტი ექსპერტი ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებში, 140 სხვადასხვა ქვეყნიდან. როდესაც მე ვამბობ ზღვას, ვგულისხმობ როგორც შავ, ასევე კასპიის ზღვებს, რომლებზეც ერთნაირი სიტუაციაა. ქართული მხარის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელზეც მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შეძლებს ერთად შეკრებას და ოკეანის თემაზე საუბარს. სწორედ ეს არის ჩემი ვიზიტის მიზანი. მინდა, გაწეული შრომისთვის და ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღებისთვის ყველას მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა იოჰეი სასაკავამ. (NS)
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)