00:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 19:28:21, 1871 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ჩვენი წინასწარი მონაცემებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა

„შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო დღემ პრაქტიკულად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, მმართველ პარტიას დიდი მხარდაჭერა აქვს.

„თქვენ კიდევ ერთი საათი გრჩებათ, რომ ჩვენ საერთო გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენ წინასწარი მონაცემებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ამომრჩევლების მხრიდან. ამიტომ, ბუნებრივია, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად მოსულიყვნენ, გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა ჩვენი კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთა”, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics