00:44 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 10:20:34, 2066 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი ამომრჩეველს: თქვენი აქტიურობა იქნება გარანტია, რომ გაყალბებას თავიდან ავიცილებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა წარმატებულ თბილისს მისცა.

ამასთან, მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა:

„მე მივეცი ხმა წარმატებულ თბილისს, ჩვენი შვილების მომავალს, ადამიანებზე და თბილისელებზე  ორიენტირებულ ქალაქს. მინდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ აუცილებლად იაქტიურეთ, მოდით არჩევნებზე, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, ვინაიდან ახლა სწორედ თქვენ განსაზღვრავთ ამ ქალაქის ბედს, თქვენი აქტიურობა იქნება იმის გარანტია, რომ გაყალბებას არჩევნებზე თავიდან ავიცილებთ. კარგი საარჩევნო ამინდია ნამდვილად დღეს, მობრძანდით ყველა არჩევნებზე“,-აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics