|
2017-10-20 18:48:40, 2100 ნახვა
ეკონომიკა
„ქალაქი-ბიბლიოთეკა“ ქუთაისში - „საბას“ უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები რეგიონებშიც იხსნება
ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ უფასო ბიბლიოთეკები ქუთაისშიც გაიხსნა. თბილისის შემდეგ, ქუთაისი მეორე ქალაქია, სადაც პროექტი „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ განხორციელდა. ქუთაისის მასშტაბით, 25 ქუჩაზე და 10 სკვერში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები ნებისმიერ ქუთაისელს თუ ქალაქის სტუმარს შესაძლებლობას აძლევს, 150-მდე ელექტრონული წიგნი მიიღოს საჩუქრად. „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. ქუთაისში, მწერლების სახელობის ქუჩებზე და რეკრეაციულ ზონებში - პარკებში, სკვერებში უკვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკები. ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, სმარტფონში ჩამოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader და, მასში არსებულ QR ღილაკზე დაჭერით, დაასკანეროთ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე დატანილი QR კოდი. სასურველი წიგნი 1 წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ქუთაისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც ქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ პროექტია, რომელიც ქუთაისში პრეზიდენტის ფონდის და ქუთაისის მერიის ორგანიზებით ხორციელდება. (NS)
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)