|
2017-10-20 11:57:55, 1972 ნახვა
ეკონომიკა
„Imereti Greenery“-ის GlobalGAP-ის სერთიფიკატი მიენიჭა
ქართულმა კომპანია შპს „Imereti Greenery"-მ საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციის, GlobalGAP-ის სერთიფიცირება გაიარა. GlobalGAP-ის სერთიფიკატი კომპანიის აღიარებას გულისხმობს უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მიმართულებით. სერთიფიკატის გადაცემის ღონისძიებას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჯოს დოუმა და კარფურის გენერალური დირექტორი ფილიპ პეგილანი დაესწრნენ. ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში და კარფურის გენერალურმა დირექტორმა ღონისძიებაზე ხაზი გაუსვეს უსაფრთხო პროდუქტის და მდგრადი წარმოების მნიშვნელობას. „საქართველომ ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას ევროსაბჭოს ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ, რაც თავის მხრივ ქმნის ვალდებულებას, რომ წარმოებული პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს კვების პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტებს. ქართველმა მიმწოდებლებმა მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი უნდა მიაწოდონ მომხმარებლებს", -აღნიშნა ჯოს დოუმამ. „მშენებარე ქართული, თანამედროვე სათბურები - მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაბამისობა ევრო სტანდარტებთან -კიდევ უფრო მნიშვნელოვანია", - განაცხადა „Imereti Greenery"-ის გენერალურმა დირექტორმა დირკ ალევენმა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი მომხმარებელი მეტად კრიტიკულია გემოს და ხარისხის მიმართ. ის პროდუქტი, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ჯანსაღია, გემრიელი და არ შეიცავს არანაირ საშიშ პესტიციდებს. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დასტურდება GlobalGAP სერთიფიცირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ამ ინდუსტრიის სხვა კომპანიებს დაიცვან იგივე ევრო-სტანდარტები", - განაცხადა დირკ ალევენმა. ქართული კომპანია „Imereti Greenery ქართულ-ჰოლანდიური საწარმოა, რომლის სათბური აგებულია ჰიდროფონურ სისტემაზე. ეს თანამედროვე მეთოდი მცენარის უნიადაგოდ მოყვანას გულისხმობს. სამტრედიაში 2 ჰექტარზე გაშენებულ სასათბურე მეურნეობაში ქართული ბოსტნეული ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით მოჰყავთ. კომპანია დაფუძნებულია Georgian Fresh Holding B.V. ის მიერ (53.7%), რომლის მესაკუთრეები არიან: FoodVentures B.V, მ. ხაზარაძე, ბ. ჯაფარიძე, ბ. მეიერი და ლ. ბაღდავაძე 46.3%-ის მფლობელია სს საპარტნიორო ფონდი.
(R)
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)