|
2017-10-19 14:23:06, 2053 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტი გორის გამგებელს ყოფილ მოადგილეს სასამართლოში უჩივის
ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე გორის მუნიციპალიტეტის გამგებელის გათავისუფლებულ მოადგილეს სასამართლოში უჩივის. მალხაზ მიქელაძემ გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი გელა კაპანაძის წინააღმდეგ, ცილისწამებასთან დაკავშირებით შეიტანა. კაპანაძე - ჟურნალისტს მედიასაშუალებების მეშვეობით პროვოკატორს, მატყუარას და პოლიტიკური მოძრაობა ,,შენების მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელს უწოდებს. ,,ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, მე რამდენჯერმე დამირეკა ბატონმა მალხაზმა, გვარი აღარ მახსოვს. მე უარი განვუცხადე იმის გამო, რომ ვიყავი რაიონში გასული და ვასრულებდი სამსახურეობრივ მოვალეობას. რამდენჯერმე მთხოვა მან კომენტარის გაკეთება. მერე მე თვითონ დავურეკე და ვთხოვე რომ გამგეობაში მივდიოდი და მან მირჩია, ვინაიდან პოლიტიკურია, პარტიასთან ჯობდა გამეკეთებინა ეს განცხადება. როდესაც შემოვედი გარკვეულწილად იმ მიზეზით რომ კონტრაჟორი იყო და რაღაცა... მთხოვა რომ შიგნით შემოვსულიყავი. რაზეც მე დავთანხმდი ჩემდაუნებურად და აღმოვჩნდი ასე ვთქვათ აი ამ... მოკლედ, მომიხდა ხარვეზი. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შეგნებული პროვოკაცია ჟურნალისტის მხრიდან“- განაცხადა გელა კაპანაძემ შეგახსენებთ რომ, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ექს-მოადგილე ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ჟურნალისტის მიმართ, ცილისწამება მას შემდეგ დაიწყო, რაც გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. გელა კაპანაძე მალხაზ მიქელაძეს ცილს სწამებს და აცხადებს რომ 21 სექტემბერს ჟურნალისტმა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში შეიტყუა და პროვოკაციული კითხვები დაუსვა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)