20:39 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 14:17:53, 2126 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: პარლამენტიდან არ უნდა გამოვუშვათ არც ერთი დეპუტატი, სანამ მხარს არ დაუჭერენ ხალხის მოთხოვნებს

კიევში, უმაღლეს რადასთან მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ დეპუტატებს პარლამენტის შენობიდან იქამდე არ გამოუშვებენ, ვიდრე ისინი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, - ამის შესახებ Tass-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მომიტინგეების მთავარი მოთხოვა ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმება და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაა.

"16:00 საათის შემდეგ მიტინგი გაგრძელდება და ჩვენ პარლამენტის შენობიდან არ უნდა გამოვუშვათ არც ერთი დეპუტატი, სანამ ისინი მხარს არ დაუჭერენ ხალხის ნებას, მაგრამ ეს მშვიდობიანად უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ზუსტად 16:00 საათზე პარლამენტარები სწორედ იმ საკითხების განხილვაზე გადავლენ, რომლებიც მომიტინგეებს აინტერესებთ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით უმაღლეს რადასთან 1000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ.

შეგახსენებთ, რომ კიევში, უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. აქციაზე პერიოდულად ერთმანეთს მომიტინგეები და სამართალდამცველები უპირისპირდებიან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, კიდევ 11 დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. გუშინ მომხდარი შეტაკების დროს პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics