|
2017-10-18 22:07:29, 1499 ნახვა
სპეციალური ანონსი
19 ოქტომბრის ანონსი
10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 11:00 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით საქართველო-გერმანიის წლისადმი მიძღვნილი ბიოდაცვისა და ბიოუსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიმართება. 11:00 საათზე, სასტუმრო კოსტეში (HotelCostes) „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში რომან გოცირიძის პრესკონფერენცია გაიმართება. 11:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” ყაზბეგის მერობის კანდიდატის ვიქტორ სუჯაშვილის და ირაკლი აბესაძის ბრიფინგი გაიმართება. 11:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ბრიფინგს გამართავს. 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის, პუბლიცისტისა და პოეტის ჰაირი ჰაირიოღლუს (ვახტანგ მალაყმაძის) არქივისა და ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება. 13:00 საათზე, ქართულ-ამერიკული ბიზნესსაბჭო "ფუნიკულიორში" აშშ-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს , რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების 30-მდე წარმომადგენელი დაესწრება. 14:00 საათზე, „თიბისი ლიზინგის“ სათავო ოფისში, ლიზინგის ახალი, ინოვაციური პროდუქტის წარდგენა გაიმართება, რომელიც კარგად არის აპრობირებული ევროპაში და საქართველოში პირველად ინერგება. 15:00 საათზე, სასტუმრო „რუმსის“ მთავარ დარბაზში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედია საშუალებებში გაშუქების მონიტორინგის პირველადი შედეგების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი და სხვა პირები დაესწრებიან. 15:00 საათზე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლურ კაფსულას საძირკველში პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩადებს. ცერემონიას რეგიონული განვიათრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი და სხვა პირები დაესწრებიან. 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში შეხვდება ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, ავსტრიის საპატიო მოქალაქეს, თეატრის მსახიობს, მომღერალს და ავსტრიულ-ქართული თეატრის პრეზიდენტს მაკო იორელს (მაია სასწრაფოშვილი) და მის გუნდს, რომლებმაც საქართველოში "მაკო იორელის სახელობის კრეატიული ცენტრი" ჩამოაყალიბეს. 18:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაში მხატვარ მანონ ბულისკერიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით -,,კედლების გემო 2" გაიმართება.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)