|
2017-10-18 16:39:36, 2256 ნახვა
კომენტარი
ევროპარლამენტარი ქლერ მუდი: საქართველო აღიარებული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის" თანათავმჯდომარის ქლერ მუდის (სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფი) შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა მრავალი მიმართულებით, რაც მას "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში ლიდერს ხდის. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ქლერ მუდიმ დადებითად შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ევროპარლამენტში და აღნიშნა საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობები, რაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებშიც აისახა: „მნიშვნელოვანია სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების ის პუნქტები, სადაც საუბარია ევროკავშირის მხარდაჭერაზე საქართველოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, სადაც პროგრესი შეინიშნება. საქართველო აღიარებული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ჩვენს მხარს ვუჭერთ ამ პროგრეს, რომელიც მიღწეული იქნა სხვადასხვა მიმართულებით, როგორც დემოკრატიზაციის, სასამრთლო რეფორმის ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ყველა ამ მიმართულებით ევროკავშირი დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს მომავალშიც ქართველი ხალხის სასარგებლოდ", - აღნიშნა კლერ მუდმა. საგარეო უწყების ცნობით, ევროპარლამენტარის შეფასებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ მიღებული რეკომენდაციები ხაზს უსვამს ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელობას "აღმოსავლეთ პარტნიორების" ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი საქართველოსთან. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)