|
2017-10-18 12:41:17, 2121 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: არანაირი პირდაპირი კავშირი ტენდერებსა და შემოწირულობებს შორის არ არსებობს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ შემომწირველების დიდ ნაწილს წარმოადგენენ კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს სისტემატიურად იგებენ. კობახიძის თქმით, ეს მხოლოდ დამთხვევაა, რასაც სრულიად ლოგიკური საფუძველი აქვს: „ასეთი დამთხვევები სრულიად ბუნებრივია, მსხვილი კომპანიების ძალიან დიდი ნაწილი მონაწილეობს ტენდერებში და მათი დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ამ დამთხვევას აქვს სრულიად ლოგიკური საფუძველი, არანაირი ნიშნები, პირდაპირი კავშირი ტენდერებსა და შემოწირულობებს შორის არ არსებობს. შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ ოპოზიციური პარტიების და კანდიდატების დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები და რეალური ხარჯები კამპანიის“,-აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია არ ახდენს საკუთარი შემოსავლების და ხარჯების სათანადო დეკლარირებას. „ეს არის ამ გარემოების მთავარი მიზეზი“, - ამბობს კობახიძე. ცნობისთვის, ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე 31 პირია დაბარებული, საიდანაც 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 - „ქართული ოცნების“. პირველ ეტაპზე დაბარებული 14 ფიზიკური პირის შემდგომ, დამატებით დაბარებულია 17 პირი, საიდანაც 9 პირი არის „ქართული ოცნების“, ხოლო 8 - „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი. ამ ეტაპზე უკვე გამოკითხულია „ევროპული საქართველოს“ 10 და „ქართული ოცნების“ 4 შემომწირველი ფიზიკური პირი. შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებმა 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ჯამში 12,998,651.16 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ - 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ - 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ - 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა კი - 92,168.00 ლარი მიიღეს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)