|
2017-10-17 16:56:37, 2944 ნახვა
მსოფლიო
მალტაში გავლენიანი ჟურნალისტი და ბლოგერი დაფნე კარუანა გალიცია მოკლეს
მალტაში გავლენიანი ჟურნალისტი და ბლოგერი დაფნე კარუანა გალიცია მოკლეს, - ამის შესახებ Times of Malta იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 53 წლის ჟურნალისტი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. მედიის ცნობით, მკვლელობამდე 2 კვირით ადრე ჟურნალისტმა სამართალდამცველებს მიმართა და აღნიშნა, რომ ემუქრებიან. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტმა პანამის დოკუმენტებში მალტის პრემიერ-მინისტრის ჯოზეფ მუსკატის მეუღლის სახელზე არსებული ოფშორული კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. "პანამის დოკუმენტებიდან" მოკლულმა ჟურნალისტმა გაიგო, რომ პრემიერის მეუღლის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიები ფულს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის კომპანიისგან იღებენ. სწორედ გალიციას სტატიის შემდეგ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ასევე დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, თუმცა მათში ისევ ჯოზეფ მუსკატმა გაიმარჯვა. ჟურნალისტის მკვლელობას მუსკატი უკვე გამოეხმაურა და მომხდარს "ბარბაროსული აქტი" უწოდა. მან პირობა დადო, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ამასთან, Wikileaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაციისთვის, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, 20 ათასს ევროს გადაიხდის. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა, მოომხდარს ევროკავსირიც გამოეხმაურა. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ გალიციას მკვლელობა შეკვეთილი იყო. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი მარგარიტის სხილასი ჟურნალისტის გარდაცვალების დეტალურად გამოძიებას ითხოვს. “ჩვენ შეძრულნი ვართ მალტაში ერთ-ერთი წარმატებული ჟურნალისტის, დაფნე კარუან გალიციას გარდაცვალებით, რომელიც შეკვეთილ მკვლელობას გავს“, - განაცხადა სხილასმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)