|
2017-10-14 15:35:20, 2142 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე მოხსენება გააკეთა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფორმატში, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით, გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა მოხსენება ქვეყანაში განხორციელებული ფისკალური რეფორმის შესახებ. დისკუსიის მიზანი იყო წარმატებული მაგალითების გაცნობა იმ ქვეყნებისთვის, სადაც ამჟამად ეკონომიკური რეფორმები ხორციელდება. პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საგადასახადო რეფორმაზე, მათ შორის, ე.წ. ესტონურ მოდელზე, რომელიც 2017 წლიდან ამოქმედდა და კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. გარდა ამისა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, გაეზარდა არაპირდაპირი გადასახადები პირდაპირის ხარჯზე, რითაც ეკონომიკის ზრდის წამახალისებელი ღონისძიებები გაატარა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გატარებული და სამომავლოდ რეფორმები ხორციელდება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის თანახმად, მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სავალუტო ფონდის მისიის ბოლო ვიზიტზე საქართველოში, რომლის დროსაც დადებითად შეფასდა მისი მიმდინარეობა, უშუალოდ პროგრამას კი საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა. გარდა ამისა, დისკუსიის მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეემცირებინა მიმდინარე ხარჯები კაპიტალურის ზრდის პარალელურად. კერძოდ, საუბარია 2018-2021 წლებში დაგეგმილ სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებაზე. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს ინვესტიციები ორიენტირებულია ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, რომლებმაც უნდა წაახალისოს ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა კერძო სექტორში. (NS)
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)