12:28 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 13:59:50, 484 ნახვა

პოლიტიკა
ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის წარდგენაზე უარის თქმის უფლებამოსილება არ აქვს

კონსტიტუციონალისტების განცხადებით, პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენაზე უარის თქმის უფლებამოსილება არ აქვს.

როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს, რომელიც პრემიერმა დაასახელა.

ამისთვის კი მას, მენაბდის თქმით, 5 დღე აქვს დარჩენილი.

„პრემიერი ვისაც დაასახელებს, პრეზიდენტმა ის უნდა წარუდგინოს პარლამენტს.  პრეზიდენტს არავითარი უფლებამოსილება არ აქვს, რომ უარი თქვას წარდგენაზე. ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა“, – აღნიშნა მენაბდემ.

ამასთან, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი დარჩენილი 5 დღის ვადაში პარლამენტს პრემიერის მიერ დასახელებულ მთავრობის ახალ შემადგენლობას არ წარუდგენს, კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა: „მერე თუ ვინმე პარლამენტში გადაწყვეტს  იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს, დაიწყებენ იმპიჩმენტის პროცედურას. თუ არ გადაწყვეტენ, არაფერი არ მოხდება“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics