22:53 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 14:52:25, 1759 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ესაა კონსტიტუცია, რომელშიც მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ხვალინდელი სიძლიერის მიზანი დევს

„ეს არის დოკუმენტი, ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელშიც დევს მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ხვალინდელი სიძლიერის მთავარი მიზანი და არა ერთი პოლიტიკური   ძალის, თუნდაც კოალიციის პოლიტიკური მიზანი“,-ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ  საკონსტიტუციო ცვლილებების  პროექტის ის ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა 117 ხმით დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

ბესელის თქმით, კონსტიტუცია, რომელსაც დღეს დაამტკიცებენ, ქვეყანას და ქართველ ხალხს მოემსახურება:

 „არც ერთ საკითხს არ აქვს ისეთი სამართლებრივი წუნი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის, ან საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასება, რომელიც გაკეთდა საერთაშორისო ექსპერტული წარმომადგენლების მხრიდან და ამ პროცესს მიეცა ძალიან მაღალი შეფასება. ეს არის დოკუმენტი, ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელშიც დევს მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ხვალინდელი სიძლიერის მთავარი მიზანი და არა ერთი პოლიტიკური   ძალის, თუნდაც კოალიციის პოლიტიკური მიზანი. ეს კონსტიტუცია მოემსახურება ქვეყანას და ქართველ ხალხს მომავალში, მათ შორის თქვენც, ბატონო ოპოზიციონერებო“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics