|
2017-10-13 13:00:56, 2018 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილია
წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 % მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ინფორმაციით,საგრძნობლად არის გაზრდილი 9 თვის ექსპორტის მაჩვენებლებიც. 2017 წლის 9 თვეში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.3%-ით გაიზარდა და 1 940.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 7.4%-ით გაიზარდა და 5 627.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება გასულ თვეს, 2017 წლის სექტემბერში ექსპორტი 27.2%-ით, ხოლო იმპორტი 5,5%-ით გაიზარდა. ,,2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო ჩვენს რეგიონში არსებულმადადებითმა ტენდენციებმა. ასევე, გაზრდილია მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე", - განაცხადა გენადი არველაძემ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო დადებითი ტენდენცია აისახა სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. კერძოდ, 2017 წლის 9 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 19.3%-ით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 28.5%-ით და 2 163.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის 8 თვეში 19.1%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც. (NS)
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)