19:42 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 15:06:14, 2362 ნახვა

მსოფლიო
ათენში, ესპანეთის საელჩოში კატალონიის მხარდამჭერი ანარქისტების ჯგუფი შეიჭრა

ათენში, ესპანეთის საელჩოში კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ანარქისტების ჯგუფი შეიჭრა, - ამის შესახებ  Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. დიპლომატიური მისიის შენობაში მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი დარჩა.

მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, შენობაში 15-20-კაციანი ჯგუფი შეიჭრა, თუმცა არაფერი დაუზიანებიათ. მისივე ინფორმაციით, აქტივისტებმა პროპაგანდისტული ფურცლები დაყარეს წარწერით - „სოლიდარობა ხალხის იარაღია“.

გარდა ამისა, მედია წერს, რომ ანარქისტებმა შენობაზე დიდი ბანერი გამოკიდეს წარწერით - "No Pasaran!" (ისინი, ვერ გავლენ). (No Pasaran - პოლიტიკური ლოზუნგია, რომელიც საკუთარი პოზიციის მტკიცე დაცვას გულისხმობს. ფრაზა ფრანგული სამხედრო ლოზუნგიდან წარმოიქმნა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგები იყენებდნენ, თუმცა შემდგომ, იმ ფორმით რა ფორმითაც არხლა ცნობილი ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს ჩამოყალიბდა).

როგორც Reuters იტყობინება, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 19 ადამიანი დააკავეს.

პოლიციის ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორი იყო ბერძნული დაჯგუფება „რუბიკონი“ იყო, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის გამოყოფას უჭერს მხარს.

საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ახლა ყველა თანამშრომელი დიპლომატიური მისიის შენობაშია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics