|
2017-10-10 16:22:22, 1828 ნახვა
კომენტარი
ჯაბა ჯიშკარიანი: არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მერობისკენ გაქაჩვას შეეწიროს საკრებულოს საქმიანობა
თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით გადაცემის საკითხის განხილვაა დღის წესრიგით გათვალისწინებული, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია პუშკინის სკვერთან არსებული მიწის ნაკვეთისთვის ფუნქციური ზონის სტატუსის შეცვლასა და სოლოლაკის ქედზე ტერიტორიისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას აპროტესტებს. საკრებულოს სხდომაზე დასწრება სურდათ „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს“ წევრებს, თუმცა ისინი საკრებულოში არ შეუშვეს. სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ საკრებულოს თავმჯდომარე კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. "რის საფუძველზე დახურეთ სხდომა. იყოს ღია. შიშის საფუძველზე ხურავთ, რომ სხდომას ვერ მართავთ და ვერ ასრულებთ საკუთარ მოვალეობას. არღვევთ კანონს სისტემატიურად; არ გაქვთ უფლება, სხდომ ა ასე დახურულად ჩატარდეს",-მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძემ. ოპოზიციას საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა უპასუხა. "მიჩვეული ვარ თქვენი მხრიდან წამოძახებებს, უზრდელობებს. არ შეიძლება, ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მის მერობისკენ გაქაჩვას შეეწიროს საკრებულოს საქმიანობა",-აღნიშნა ჯიშკარიანმა. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, პუშკინის სკვერთან არსებული გარკვეული მიწის ნაკვეთისთვის ფუნქციური ზონის სტატუსის შეცვლასა და სოლოლაკის ქედზე ტერიტორიისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას საკრებულომ მხარი 29 სექტემბერს დაუჭირა. პროცედურის მიხედვით, თბილისის მერიამ საკრებულოს განკარგულებების და ხელშეკრულებების პროექტები გადაუგზავნა. ცნობისთვის, მმართველ გუნდში თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებულ თაბორის პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ. პრემიერის თქმით, თბილისში ხორციელდება უპრეცედენტო, ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ 400 ათას კვადრატულ მეტრ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული ზონით. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე, მიწისქვეშა ტერიტორიაზე პარკინგის მშენებლობაზე
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)