11:50 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 19:05:12, 389 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი მთავრობას სავარაუდოდ შაბათს უყრის კენჭს

პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ შაბათს გაიტანენ. 

„ძალიან დიდი ალბათობით, პარლამენტში შემოსული მთავრობის განახლებულ შემადგენლობის კომიტეტებში მოსმენა მოხდება. ასევე პოლიტიკური ჯგუფების მიერ მოსმენა. ამ განხილვების შემდეგ იმართება პარლამენტის ბიურო, რომელიც განხილვის შედეგებს შეაჯამებს. პარლამენტის ბიუროს ჩატარებიდან მეორე დღეს არის შესაძლებელი უკვე პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. 

ცნობისთვის ბოლო 1 წლის განმავლობაში 7 მინისტრი შეიცვალა. შესაბამისად, პარლამენტმა მთავრობას ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს. 

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერს 14 დღის განმავლობაში უნდა დაესახელებინა მთავრობის ახალი შემადგენლობა. თუმცა, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღრიბაშვილმა პარლამენტს და პრეზიდენტს სთხოვა, ეს პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში წარიმართოს. 
პრემიერი მინისტრობის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
საია: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics