|
2015-04-30 18:04:11, 541 ნახვა
საზოგადოება
გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ დღეს 100-მდე სკოლის მოსწავლემ დაათვალიერა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ მიმდინარეობს. ექსპოზიციას დღეს 100-მდე მოსწავლე ესტუმრა. 64-ე საჯარო სკოლის მე-5 და მე-8 კლასების, საერო სკოლა „სადუნის“ მე-9 კლასის, 172-ე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გამოფენაზე წარმოდგენილი ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშები - ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ორიგინალები და ფოტოასლები დაათვალიერეს. გამოფენამ საზოგადოების, განსაკუთრებით კი მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ექსპოზიციას პერმანენტულად თბილისის სხვადასხვა სკოლა სტუმრობს. ღონისძიება „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისათვის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭებას“ ეძღვნება და მისი მიზანი ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშების საზოგადოებისათვის წარდგენაა. გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს როგორც ქართველ მეფეთა და კათალიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები. მათ შორისაა: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე), XII-XIII საუკუნეების მინიატურილი სახარება, ასევე, მინიატურული ლოცვანი, ჰიმნოგრაფიული კრებული, პალიმფსესტური სახარება, მარხვანი და სამოციქულო, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (XIX საუკუნე), დავით თუმანიშვილის საისტორიო კრებული (XIX საუკუნე); მეფეების: გიორგი მეორის, დავით IV აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის სიგელები; არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, კათოლიკოს ანტონ პირველის საბუთები და სხვა. ეროვნულ არქივში გამოფენა 8 მაისამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)