|
2015-04-30 14:49:06, 983 ნახვა
ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი: ეჭვი მაქვს, ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა
„ეჭვი მაქვს, ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ლარის კურსის დევალვაციასთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც „საზოგადოება 2030“ –ის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკთან მიმართებაში ექსპერტებსაც იგივე მოსაზრება აქვთ. „ჩემი ეჭვი არ არის ცალმხრივი, ძალიან ბევრი ექსპერტი გამოთქვავ ეჭვს. მე არ ვკარნახობ რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა, მე ეს დავწერე ანალიზში და იქ მივუთითე. მე ვფიქრობ რომ არის სერიოზული კითხვები. ნებისმიერ საჯარო პირზე ან ორგანიზაციაზე, ნებისმიერმა პიროვნებამ რომ გამოტქვას კრიტიკული აზრი, ეს აკნინებს მას? ეს არის დემოკრატია? თუ ვინმემ გააკრიტიკა ან ეჭვი გამოთქვა ნებისმიერ ჩინოვნიკზე ეს მას აკნინებს?“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)