|
2015-04-30 14:30:28, 765 ნახვა
ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი: 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა ევროპაში ყველაზე მზარდი იყო
„2014 წელს საქართველოს ეკონომიკა ევროპაში ყველაზე მზარდი იყო“,-ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოება 2030“-ის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღესაც კი, როცა ლარი დევალვაციას განიცდის, აუცილებელია სწორი ანალიზი გაკეთდეს, თუ რა არის ამის რეალური მიზეზი. მისივე თქმით, მთავრობას არ შეუძლია რეგიონში მიმდინარე პროცესებზე გავლენა იქონიოს. „2014 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო ყველაზე მზარდი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში. ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასება, კეთილი ინებეთ ჟურნალისტებმა და გაეცანით. თუ არ გჯერათ ჩემი შეფასების, ყველა საერთაშორისო შეფასება სინჯეთ და ნახეთ. დღესაც კი როდესაც ლარი განიცდის დევალვაციას, რაც რა თქმა უნდა ხიფათს შეიცავს ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის, ამ შემთხვევაშიც სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს, რა არის რეალური მიზეზები. მთავრობას არ აქვს ყველაფრის შესაძლებლობა, მას არ შეუძლია რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ან საწვავის ფასებზე გავლენა იქონიოს“,-განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)