|
2015-04-30 14:11:54, 981 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ლარის კურსზე ბიუჯეტს უარყოფითი გავლენა არ ჰქონია
ლარის კურსზე ბიუჯეტს უარყოფითი გავლენა არ ჰქონია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოაველეობის შემსრულებელმა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კაკაურიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული ვაჭრობის შედეგებს ვერ ხედავს და სრული ინფორმაცისათვის საჭიროა მიმდინარე თვის სტატისტიკური მონაცემების ნახვა. „შეგვიძლია დაველოდოთ მიმიდნარე თვის მონაცემებს, როდესაც გაანალიზდება შედეგები და ვნახოთ რა სიტუაცია გვექნება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკური პარამეტრები მარტის მდგომარეობით გაუარესებული არაა. რაც შეეხება ბიუჯეტს, პირველი კვარტლის და აპირილის თვის მონაცემებით, საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებითაა შესრულებული. საბიუჯეტო დეფიციტი არ გვაქვს არც პირველ კვარტალში და არც აპრილში. ასე რომ საბიუჯეტო პარამეტრები გავლენა ლარის კურსზე არ ყოფილა“, - განაცხადა კაკაურიძემ. მისივე თქმით, ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ინვესტიციების მოზიდვაა, რაზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს. ხოლო, რაც შეეხება პრივატიზაციის პროცესს, მისი ინფორმაციით, აქტიურადაა დაწყებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)