|
2017-10-03 11:35:55, 2195 ნახვა
სამართალი
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 14 პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მისცეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვადასხვა პერიოდში დაამზადეს 1997-1998 წლებით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად, მათ სახელმწიფოსგან საკუთრებაში მიწის ნაკვეთები გადაეცათ. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული რამდენიმე თვიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა პერიოდში დაამზადეს 1997-1998 წლებით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად მათ სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთები. გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულმა პირებმა საკუთრებად დაარეგისტრირეს სოფელ ნატახტარში, საგურამოსა და სოფელ დიღომში არსებული საერთო ჯამში 45 650 კვ.მ მიწის ფართობი. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების ღირებულება დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებები მოტყუებით დაუფლებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დაბრუნების და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)