|
2015-04-30 13:47:14, 384 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ნოდარ ჯავახიშვილმა შევარდნაძის დროს ვალუტის კურსი დაიჭირა
ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ნორმალურ სამუშაო პროცესად მიჩნევს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირგვლივ ჭორების გარდა არაფერი ისმის. მან ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნოდარ ჯავახიშვილი თავისი პრინციპულობით გამორჩეული მინისტრია. „ეს პროცესი პროცესებმა განაპირობეს. ნორმალური, ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ძალიან კარგი განცხადებები გააკეთეს, კითხვები არ ისმის, მაგრამ ოპოზიციის ნაწილი ამას სხვა კუთხით განიხილავს. დავით შავლიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ჯანმრთელობის პრობლემაა აქვს, სად არის კითხვა?– არ ვიცი. როდესაც პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ 107%–ით შეასრულა გეგმა, წარმატებული მინისტრი იყო... გარდა ჭორებისა, რაც შავლიაშვილის ირგვლივაა, ხელთ არაფერი გვაქვს. თუ რეალური ინფორმაცია გაქვთ რაიმე, დარეკეთ “GDS”–ში. მე პირადად გავუძღვები ყველანაირ კითხვებს, ჩავყვები ბოლომდე. ჭორების მეტი ამ სამინისტროს ირგვლივ არაფერი არ ისმის. ნოდარ ჯავახიშვილი მთელი გუნდიდან გამორჩეულია. ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს ლამის ერთადერთი კაცი იყო, ვინც იბრძოდა და ვალუტის კურსიც დაიჭირა. საერთოდ პრინციპულობით გამოირჩეოდა, თუ კი რამე იქ მოხდა, ამითაც გაქვთ საფუძველი დაელოდოთ ჯავახიშვილის მუშაობას“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
საია: ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)