18:21 - 23 May, 2026
|
2017-10-02 13:05:47, 2339 ნახვა
მსოფლიო
ლას-ვეგასში, სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა
ლას-ვეგასში, მუსიკალურ ფესტივალზე სროლის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უცნობმა პირმა ცეცხლი ავტომატიდან გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 200 ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ასობით გასროლის ხმა ესმოდათ. ექიმების ცნობით, 14 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა სროლის მიზეზი. მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული დაწესებულებები დაკეტილია. ადგილობრივმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)