11:18 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 12:52:47, 1925 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ლაშქარაძე: სომხეთის მხრიდან ახალი საბაჟოს გახსნა, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია

"ჩვენ დავათვალიერეთ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი ბავრა, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს შორის ვაჭრობის განვითარებისთვის, არამედ კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს", - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ განაცხადა, რომელიც სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

მისი თქმით, დაახლოებით 1 წელიწადში დასრულდება ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა საქართველოს მხრიდანაც, რომელიც ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. მისი თქმით, ორი თანამედროვე საბაჟო გამშვები პუნქტის - "ნინოწმინდისა" და "ბავღას" არსებობა მნიშვნელოვნად წაადგება ეკონომიკურ მდგომარეობას.

საქართველოს დელეგაციას, რომელშიც ასევე შედიოდა ვახტანგ ლაშქარაძე, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics