|
2017-10-02 11:42:15, 2222 ნახვა
მსოფლიო
მარსელში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო
მარსელში, სარკინიგზო სადგურ Saint Charles-ზე უცნობი მამაკაცი მოქალაქეებს თავს დაესხა, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ის 30 წლის, ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრია. თვითმხილველების თქმით, თავდასხმის დროს ეჭვმიტანილი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. პოლიციამ მომხდარ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, მოგვიანებით კი, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერაქტს 17 და 20 წლის გოგონები ემსხვერპლნენ. პოლიციამ სადგურიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. ინციდენტს ანტიტერორისტული პროკურატურა იძიებს. ქვეყნის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონიმ თავდასხმას "ბარბაროსული აქტი" უწოდა და გარდაცვლილთა ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა. მან მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედროებსა და პოლიციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)