|
2017-09-30 15:11:59, 2747 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერმა „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ გახსნა
თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი - „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა" გაიხსნა, - ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობაში 150 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, 400-მდე მაღაზიას მოიცავს. მთავრობის მეთაურმა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა "ჰუალინგ ჯგუფს", ასევე - ჯგუფის დამფუძნებელ მი ენჰუას. პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. "ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს. ჩვენ გვინდა და მზად ვართ, ავითვისოთ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მივესალმებით იმას, რომ უკანასკნელ თვეებში ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რაც, ვფიქრობთ, ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულებაა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან ასეთი ხელშეკრულება გააფორმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი და "ჰუალინგ ჯგუფის" პირველი მდივანი და გენერალური დირექტორი გუო სიან იანგი დაესწრნენ.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)