|
2017-09-30 13:39:57, 2296 ნახვა
მსოფლიო
მონარქისტ მილიარდერს რუსეთის პრეზიდენტობა და რომანოვების დინასტიის აღდგენა სურს
რუსეთის მონარქისტული პარტიის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ანტონ ბაკოვმა განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს, - ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. როგორც ბაკოვმა აღნიშნა, ის სავარაუდოდ საკუთარი პარტიიდან იყრის კენჭს. მილიარდერის თქმით, ის არჩევნებზე 2 თეზისით გავა. პირველი რომანოვების დინასტიის აღდგენაა. კერძოდ კი, ვატიკანის მსგავსი მინისახელმწიფოს მეთაურის სახით. მეორე თეზისი, ბაკოვის თქმით, მონარქიული ინტერნაციონალის, ე.წ. წმინდა კავშირის შექმნაა, რომელიც XIX საუკუნეში არსებობდა. ბაკოვმა სახელი შემდეგი იდეით გაითქვა: ის აცხადებდა, რომ კირიბატის რესპუბლიკაში რომანოვების იმპერიის აღმშენებლობა სურდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ბაკოვის თქმით, 350 მილიონი დოლარია საჭირო. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. არჩევნებში კენჭს მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იყრის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)