|
2017-09-30 12:21:29, 2250 ნახვა
მსოფლიო
ასანჟი: ის, რაც კატალონიაში ხდება, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, დასავლეთის უდიდესი კონფლიქტია
WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჟულიან ასანჟის განცხადებით, კატალონიის რეფერენდუმი, მსოფლიო პრაქტიკაში ინტერნეტ-ომის პირველი შემთხვევაა, - ამის შესახებ ასანჟი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ასანჟმა განმარტა, კატალონია დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ორგანიზებისთვის მსოფლიო ქსელს იყენებს, ხოლო ესპანეთის სპეცსამსახურები ამას ეწინააღმდეგება და მთელი ინტერნეტ კომუნიკაციის გაყინვას ცდილობენ. მისივე შეფასებით, კატალონიაში განვითარებული მოვლენები დასავლეთის ყველაზე მასშტაბური კონფლიქტია, რომელიც მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის არსებობს, მას შემდეგ რაც ბერლინის კედელი დაეცა. შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს ესპანეთის რეგიონში ქვეყნისგან გამოყოფის რეფერენდუმი ჩატარდება, რომელსაც ოფიციალური მადრიდი არ აღიარებს. შესაბამისი გადაწყვეტილება კატალონიის პარლამენტმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)