|
2017-09-29 16:14:49, 2044 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: ოპოზიცია არასასურველად იქცევა, მოვუწოდებ, შეეშვან მსგავს ქცევებს
თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა. "მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და მათ გარკვეული ქულების დაწერა სჭირდებათ. თუმცა მათი ასეთი ქცევით არ მგონია, ხმების თუნდაც დამატებით ერთი ხმა მაინც მიემატოთ. მე ვერ მოვისმინე კონკრეტული არგუმენტი რატომ არ უნდა გაკეთდეს ქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი ავტოსადგომი", - განაცხადა ნარმანიამ. მან ოპოზიციას მოუწოდა მსგავს ქცევებს შეეშვან და საკრებულოს მუშაობის საშუალება მისცენ. შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს სხდომა თითქმის 2 საათის განმავლობაში ვერ იწყებოდა. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატები და მათი მხარდამჭერები სხდომაზე განსახილველ ერთ-ერთ საკითხს აპროტესტებდნენ. კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვაა დაგეგმილი. კომპანია ითხოვს, რომ მიწი ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცეს და სანაცვლოდ ადგილზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ასევე მოაწყობს რამდენიმე დონიან მიწისქვეშა პარკინგს. ხმაურის გამო, საკრებულოს დაცვის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ამასთან, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმაც. ამ წუთებში საკრებულოს სხდომა განახლებულია. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს იხილავენ, მათ შორის, მიწის გადაცემის საკითხს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)