|
2015-04-30 11:18:33, 463 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციას მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ჯერ არ გადაგზავნია
პრეზიდენტის ადმინისტრაციას პრემიერ-მინისტრისგან მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის სია ჯერ არ მიუღია. სავარაუდოდ, სია პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღის ბოლომდე გადაეგზავნება. პრეზიდენტი კი, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტს გადასცემს. საკანონმდებლო ორგანოს მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება მოუწევს.როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 2 ახალ მინისტრს წარადგენს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3–ით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, მთავრობა პარლამენტის წინაშე ახალი შემადგენლობით და პროგრამით უნდა წარსდგეს. იმისათვის, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადოს, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მინდია ჯანელიძემ შეცვალა. ალასანიას გათავისუფლების შემდეგ თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი ვახტანგ გომელაურმა დაიკავა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო გადადგა, სპორტის მინისტრმა, ლევან ყიფიანმა კი, პოსტი გუშინ დატოვა.
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)