|
2017-09-29 12:09:55, 2333 ნახვა
სამართალი
საგარეო: ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ბრალი კონტრაბანდის მუხლით აქვთ წარდგენილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველოს უფროსის გრიგოლ მაგრაქველიძის განცხადებით, ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ბრალი კონტრაბანდაში ედებათ. მისივე თქმით, ლიბიაში არსებული შიდა კონფლიქტის და ადგილზე საქართველოს რეზიდენტი საელჩოს საკონსულოს არ არსებობის პირობებში, ქართული მხარის ხელთ არსებული საკონსულო დაცვის ბერკეტები საკმაოდ შეზღუდულია. „ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის, REX-ის დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს ეცნობა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერგემზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის სამი საქართველოს მოქალაქე. გემი გადაყვანილია ტრიპოლის პორტში. ამჟამად, მეზღვაურები იმყოფებიან ქალაქ ტაჟურას დამანის ციხეში (Dhaman Prison in Tajura). მათ ბრალი ედებათ კონტრაბანდის მუხლით. საქმეს იძიებს ლიბიის პროკურატურა. მეზღვაურების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს (რომელიც აკრედიტებულია ასევე, ლიბიაში) მეშვეობით. ლიბიაში არსებული შიდა კონფლიქტის, დაძაბულობის და ადგილზე საქართველოს რეზიდენტი საელჩოს საკონსულოს არ არსებობის პირობებში ქართული მხარის ხელთ არსებული საკონსულო დაცვის ბერკეტები საკმაოდ შეზღუდულია. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ჩვენი თანამოქალაქეებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. კერძოდ, ჩვენი თხოვნით მაქსიმალურად გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, სახელდობრ, ლიბიაში უნგრეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ასევე, ვინაიდან ხომალდის ეკიპაჟის 11 წევრიდან 5 თურქეთის მოქალაქეა, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოც მუშაობს თურქულ მხარესთან, მათი პოზიციის გარკვევასა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე. ამჟამად მიმდინარეობს განხილვა საქართველოს დაკავებული მოქალაქეებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ოპტიმალური გზების განსაზღვრის მიზნით“,-განაცხადა გრიგოლ მაგრაქველიძემ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)