17:52 - 23 May, 2026
|
2017-09-28 19:00:56, 2595 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადას დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
სოციალურ ქსელში უკრაინელი დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კიევის საოლქო საბჭოში „პეტრო პოროშენკოს ბლოკისა“ და „ბატკივშინას“ დეპუტატებმა იჩხუბეს. დაპირისპირების მიზეზი საბჭოს ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვნა გახდა. პოროშენკოს პარტია ითხოვდა მის გადაყენებას, რა დროსაც „ბატკივშინას“ დეპუტატმა ხელმძღვანელის დაცვა დაიწყო. აღნიშნულს კამათი მოჰყვა. კამათი კი, ხელჩართულ ჩხუბში მალევე გადაიზარდა, რის შედეგადაც დეპუტატმა ვიტალი კარლიუკმა მძიმე ტრავმა მიიღო. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გამოკვლევების შედეგად, დეპუტატს ტვინის შერყევა და ყბის მოტეხილობა დაუდგინდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)