20:39 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 16:39:10, 2206 ნახვა

კომენტარი
ნინო გოგუაძე: მმართველ პარტიაში არა მარტო ცოდნის, საღი აზრის დეფიციტის პრობლემაც არსებობს

„ქართულმა ოცნებამ“ თვითონ დაწერა კონსტიტუცია, თვითონ მოიწვია პარლამენტის საგანგებო სხდომები, თავის თავთან თვითონ მიაღწია კონსენსუსს, თვითონ დაამტკიცა, საკუთარ თავს თვითონ მოუწყო ოვაციები და ახლა უნდათ, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიც თვითონ დაწერონ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს.

გოგუაძის განმარტებით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ტოტალიტარიზმი.

„ამ ყველაფერს გვეუბნებიან ევროპული სტანდარტის და ღირებულებების სახელით. ეს გვაფიქრებინებს, რომ მმართველ პარტიაში არა მარტო ცოდნის  დეფიციტი, არამედ საღის აზრის დეფიციტის ფუნდამენტური პრობლემაც არსებობს. ბევრი შენიშვნა არსებობს, რომელსაც ვფიქრობ პრეზიდენტი საგულდაგულოდ მიუთითებს მმართველ პარტიას“,-აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებს ხვდება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ მივიდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics