20:01 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 11:26:21, 2188 ნახვა

კომენტარი
ნილ სკოტი: მნიშვნელოვანია, საბოლოოდ მიღებული იქნას კონსტიტუცია, რომლითაც მოქალაქეები კმაყოფილი იქნებიან

გაერო-ს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელის და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის საქართველოში ნილ სკოტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება, რათა საბოლოოდ მიღებულ იქნას კონსტიტუცია, რომლითაც მოქალაქეები კმაყოფილი იქნებიან:

„საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში არის გრძელი პროცესი და საკმაოდ ბევრი  გამოწვევა იყო ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება, რომ საბოლოოდ მიღებულ იქნას კონსტიტუცია რომლითაც მოქალაქეები კმაყოფილი იქნებიან“,-აღნიშნა  ნილ სკოტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, "ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, დღეს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში კონსულტაციების გამართვას სთავაზობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics