|
2017-09-28 10:31:06, 2344 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვა: ISIS იერიშების მიტანას აეროპორტებსა და თვითმფრინავებზე გეგმავს
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მთავარ სამიზნეებს თვითმფრინავები და აეროპორტები წარმოადგენენ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალისტური კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა, ნიკოლას რასმუსენმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. ინფორმაციას Washingtonexaminer ავრცელებს. "მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც აქამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა არის ის, რომ დაჯგუფება ისლამურ სახელწმიფოს მისთვის უსაფრთხო თავშესაფრიდან, ერაყიდან და სირიიდან, ტერაქტების დაგეგმვა, მართვა და სისრულეში მოყვანა შეეძლო. თუმცა, ამერიკის შემთხვევაში, ეს ტენდენცია ახლა უკვე შემცირებულია. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლამ გვაჩვენა, რომ მათი შესუსტება შესაძლებელია. თუმცა, ადამიანების გადაბირებით დაჯგუფების რიგების შევსებას ისევ ახერხებენ, ვხედავთ რა ხდება ევროპაში. ტერორისტები კარგად აცნობიერებენ, რომ ეკონომიკური ზარალის მიყენება შესაძლებელია თვითმფრინავების განადგურებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ტერაქტებს ბევრი ადამიანი შეეწირება", - განაცხადა რასმუსენმა. როგორც რასმუსენმა აღნიშნა, ტერორისტები თავდასხმების ახალ საშუალებებს და უსაფრთხოების სისტემაში სუსტ ადგილებს ეძებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)