|
2017-09-27 16:44:55, 2552 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა გრძელდება
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პირველი რკინის კონსტრუქცია კალიფორნიის შტატის სამხრეთით, ქალაქ სან-დიეგოს გარეუბანში აღმართეს. როგორც ამერიკის საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რკინის 8 ბლოკი უკვე დამონტაჟებულია. მათივე თქმით, გამყოფი კედელი რკინისა და ბეტონისგან იქნება აშენებული. ცნობილია, რომ კედლის სიმაღლე 9 მეტრს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობასა და არალეგალი მიგრანტების მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაზე განკარგულებებს ხელი 25 იანვარს მოაწერა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკელი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ კედლის საფასურს თვითონ მექსიკას გადაახდევინებდა. მისივე განმარტებით, ეს იმპორტირებულ პროდუქტებზე საფასურის გაზრდით იქნებოდა შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)