|
2017-09-27 14:09:58, 2526 ნახვა
მსოფლიო
ქაბულის აეროპორტში აფეთქების გამო მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა
ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, - ამის შესახებ Tolo News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაბომბვის გამო, აეროპორტის ადმინისტრაციამ ყველა რეისი გააუქმა და მგზავრთა ევაკუაცია განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, მედია წერს, რომ ქაბულში განხორციელებული სარაკეტო დარტყმა პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს უკავშირდება. როგორც მედია იტყობინება, მომხდარზე პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო. ტერორისტებს პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის მოკვლა სურდათ. ცნობისთვის, ჯეიმს მეტისი და იენს სტოლტენბერგი ქაბულში ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩავიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)