|
2015-04-29 17:27:02, 413 ნახვა
საზოგადოება
ქედაში რეაბილიტირებულ შენობაში ბინას 12 ოჯახი მიიღებს
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, დღეს პირველი შეხვედრა გამართა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი 13 ეკომიგრანტი ოჯახის სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობა განიხილეს, რომლებიც სოფელ ჯალაბაშვილებში ცხოვრობენ. ხვალიდან კი სამუშაო ჯგუფის წევრები აღნიშნული ოჯახების მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან. სამუშაო ჯგუფს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ჯელმძღვანელობს. ჯგუფის საქმიანობაში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგი“, ჯგუფი დაკომპლექტებულია 7 წევრით. ქედის ყოფილი პოლიკლინიკის შენობის სრული რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა, სამთავრობო კომისია შენობაში 12 ეკომიგრანტი ოჯახის შესახლების გადაწყვეტილებას სამუშაო ჯგუფის დასკვნის მომზადების შემდეგ მიიღებს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)