|
2015-04-29 17:14:32, 336 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ მთავრობა მაქსიმალურად დროულად დამტკიცდება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმიწფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ დავით ბაქრაძეს იმედი აქვს, მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდება. "როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, წარდგენილი იქნება შემადგენლობა იმ 2 ცვლილებით, რომლის შესახებაც თქვენთვისაც ცნობილია. გამომდინარე იმ აქტიური სამუშაო გრაფიკიდან, რომელიც მთავრობას გააჩნია, გვაქვს მოლოდინი, სურვილი, იმედი, რომ მაქსიმალურად დროულად დამტკიცდება",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა. ის უკვე მე-7 მინისტრი იყო, რომელმაც მინისტრთა კაბინეტი დატოვა. შესაბამისად, კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებლად ითვლება და მათ პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)