|
2017-09-26 11:26:04, 2102 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 324-მდე გაიზარდა
მექსიკაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 324-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქალაქის გარკვეულ ნაწილში საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. ამასთან, 3 ათასამდე შენობა შესაძლოა დაინგრეს. პრეზიდენტის განკარგულებით სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც არიან ჩართული. ამასთან, ენრიკე პენიო ნიეტამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიწისძვრის შემდეგ დაკარგული ადამიანების შესახებ 200-ზე მეტი განცხადება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის 32-ე წლის თავს დაემთხვა, რომლის შედეგადაც მექსიკაში 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)