20:01 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 15:01:25, 1951 ნახვა

კომენტარი
აბესაძე: მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისია მოატყუა

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ერთპიროვნულად მიღებული კონსტიტუცია ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, მმართველმა გუნდმა მოატყუა ვენეციის კომისია, რომელმაც კონსტიტუციის პროექტს უარყოფითი შეფასება მისცა.

""ქართული ოცნება" დღეს ასრულებს საკონსტიტუციო განხილვების პროცესს და ასრულებს ისე, რომ არც ერთ ეტაპზე არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების, საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი პოზიცია და ის წერილობითი შეთავაზება, რომელიც გულისხმობდა კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის უფრო დემოკრატიულად გარდაქმნას, პირდაპირ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას. ასევე არ გაითვალისწინა, ფაქტობრივად მოატყუა, ვენეციის კომისია, რომელმაც უაღრესად უარყოფითი პოზიცია გამოხატა 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავადებასთან დაკავშირებით. ეს სამწუხაროდ უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე", - განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მესამე მოსმენა, სავარაუდოდ,  ხვალ, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოხდება. აღსანიშნავია, რომ "ევროპული საქართველო"  და "ნაციონალური მოძრაობა" სხდომას ბოიკოტს უცხადებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics