|
2017-09-25 13:25:44, 2690 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში არჩევნების შედეგებს ასობით ადამიანი აპროტესტებს
გერმანიის ქალაქ ბერლინში, კიოლნში, დუსელდორფში, მიუნხენში, ჰამბურგსა და ფრანკფურტში, ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს ("ალტერნატივა გერმანიისთვის") არჩევნებში გამარჯვებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარტიის ასეთი მაღალი შედეგით "შეშინებულნი" არიან და ამას "კატასტროფად" აფასებენ. პირველი აქცია გუშინ ბერლინში, ალექსანდერპლაცაზე გაიმართა, მას შემდეგ რაც ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მოქმედი კანცლერის ანგელა მერკელის პარტია "ქრისტიან-დემოკრატები" გაიმარჯვებს, ხოლო მერკელი კანცლერის პოსტს მე-4 დაიკავებს. მეორე ადგილზე მარტინ შულცის პარტია გავიდა, ხოლო მესამეზე ულტრამემარჯვენე AfD. აღსანიშნავია, რომ თვითონ მერკელი ეგზიტპოლების შედეგებით უკმაყფილოა, რადგან ასეთი დაბალი შედეგები მას არც ერთ არჩევნებზე ჰქონია. რაც შეეხება ულტრამემარჯვენეების შედეგებს, საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მარინ ლე პენმა ეს გამარჯვება "ისტორიულ მოვლენად" შეაფასა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)