|
2017-09-23 17:28:13, 2059 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: საკუთრების დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, მოგვარდება
„ადამიანები ორი ათეული წელია ცხოვრობენ აქ, თაობები გაიზარდნენ ამ ოჯახებში და ისინი ვერ ახერხებენ ბინების დაკანონებას. ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია. როგორც კი გავხდები თბილისის მერი, იმ დღიდანვე დავიწყებ ამ პრობლემის მოგვარებას”, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის N35 კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი იმ ოჯახების საჭიროებებს გაეცნო, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთრების დამტკიცებას ვერ ახერხებენ, შესაბამისად ოჯახებში ვერ შეჰყავთ ელექტროენერგია და სხვა სახის კომუნიკაციები. იმავე კორპუსში მცხოვრები რეზო კვანჭიანის თქმით, აღნიშნულ ოჯახებში მცირეწლოვანებიც ცხოვრობენ და იმის გამო, რომ კომუნიკაციები საცხოვრებელ სახლებში ვერ შეჰყავთ, ზამთრის გადატანა მათ მძიმე პირობებში უწევთ. კახა კალაძის განცხადებით, ოჯახები, რომლებიც 10-20 წლის განმავლობაში ვერ იკანონებენ საკუთრებას, გაიმიჯნებიან მათგან, რომლებიც, რამდენიმე წლის წინ, მიზანმიმართულად შეიჭრნენ სახელმწიფო საკუთრებაში. „ამ ადამიანებს ბიუროკრატიის წინაშე ხელცარიელს არ დავტოვებ. შესაბამისად, დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, იქნება მოგვარებული. ეს არის საცხოვრებელი სახლები, ეს არის მიწის ნაკვეთებზე აშენებული სახლები, სადაც 10-20 წელია ცხოვრობენ. მე მესმის, რომ არსებობს პრობლემები, რადგან 2012-ში, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში, სპეციალური ჯგუფები იქმნებოდა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიზანმიმართულად იჭრებოდნენ. ამის გამიჯვნა შესაძლებელია“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)