|
2017-09-23 16:36:26, 2629 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეაში, 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ჩრდილოეთ კორეაში, ბირთვული პოლიგონის მახლობლად 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბირთვული რაკეტის საცდელი ტერიტორიიდან 50 კილომეტრში დაფიქსირდა. ადგილობრივი სეისმოლოგების თქმით, სტიქია შესაძლოა იარაღის ცდებით არ იყოს განპირობებული. ამასთან, ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მიწისძვრის მიზეზი შესაძლოა აფეთქება ყოფილიყო. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეაში მიწისძვრა ბოლოს 3 სექტემბერს მოხდა. 6,3 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები, აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით, შესაძლოა ატომური აფეთქების მორიგმა ცდამ გამოიწვია. მიწისძვრა ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ მოხდა, რაც სახელმწიფო მედიამ ქვეყნის ლიდერის ფოტო გაავრცელა, რომელზეც კიმ ჩენ ინი ახალ წყალბადის ბომბთან არის ასახული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)