|
2017-09-23 11:19:22, 776 ნახვა
რეგიონი
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღების პროცესი გრძელდება
გორის რაიონში, სოფელ ძევერაში პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს „ნილ ედვაიზორი გრუპმა“ ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ „ნილ ედვაიზორი გრუპი“ 10 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 41 030 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, კუთვნილ ფართობზე 2 სხვადასხვა ვაშლის ჯიშის ბაღი გააშენა და წელს პირველი მოსავლის სახით 50 ტონა ვაშლს ელოდება. ბაღში 50 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ და შიდა-ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სიმონ გულედანმა სოფელ ძევერაში შპს „ნილ ედვაიზორი გრუპის“ ვაშლის ბაღები დაათვალიერეს და მოსავლის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, სახელმწიფო პროექტის ბენეფიციარმა, შპს „ნილ ედვაიზორ გრუპმა“ სახელმწიფოსგან 31 955 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 9 075 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის მიიღო. გარდა ამისა, კომპანიამ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა, შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 146 000 აშშ დოლარი აიღო, რომელიც ბაღის მოწყობა/გაფართოებისთვის გამოიყენა. პროექტის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, შიდა-ქართლის რეგიონში მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები სულ 1 169 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა დაფინანსებამ 7 703 963 ლარი შეადგინა. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი, დღეის მონაცემებით, 3 604 ჰექტარს შეადგენს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 18 213 974 მილიონი ლარია. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)