17:20 - 23 May, 2026
|
2017-09-21 12:12:04, 2839 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი
მექსიკაში, მიწისძვრის შედეგად ეკლესიის ჩამონგრევის დროს 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ინცინდენტი პუებლას შტატში მოხდა. დაღუპულტა შორის ის ბავშვიც არის, რომელსაც ნათლავდნენ. როგორც მედია წერს, ნგრევის შედეგად ასევე 3 ადამიანი დაშავდა, უვნებელი კი მხოლოდ მღვდელი დარჩა. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის 32-ე წლის თავს დაემთხვა, რომლის შედეგადაც მექსიკაში 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ გუშინ მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)