|
2015-04-28 19:46:57, 749 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა
საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. ფაბლაბ (FabLab) საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წლის მიწურულს გაიხსნა. 2015 წლის 27 აპრილს კი, ლაბორატორია ფაბლაბების მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა. ფაბლაბ ილიაუნიმ ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა. „სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) აღჭურვილია ისეთი დანადგარებით, როგორებიცაა 3D პრინტერი, 3D სკანერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი (CNC) და ა.შ. ლაბორატორია არის საშუალება გამომგონებლებისა და მეწარმეებისათვის, შექმნან ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის პირველადი პროტოტიპები, დაამზადონ საცდელი პარტიები და საფუძველი ჩაუყარონ საკუთარი სტარტაპ კომპანიების მშენებლობას“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. ფაბლაბი კვირაში 7 დღე მუშაობს და 2 დღე სრულიად უფასოა ნებისმიერი მომხმარებლისათვის. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2015 წელს კიდევ 4 ფაბლაბს გახსნის. აქედან 2 რეგიონებში: ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში გაიხსნება. სულ მალე ვიხილავთ ფაბლაბს სამხატვრო აკადემიაში. 2015 წლის მეორე ნახევარში კი უფრო მაღალი დონის დანადგარებით აღჭურვილი ფაბლაბი საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში, ოქროყანში გაიხსნება. ფაბლაბ ილიაუნის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ მისამართს http://fablab.iliauni.edu.ge/ ან https://www.fablabs.io/fablabiliauni
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)