10:32 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 19:08:04, 339 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის უწყებას  თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა.

უწყების ინფორმაციით, დელეგაციას, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ იჰსან უიარის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ  უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე  და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. ქართულმა მხარემ თურქეთის  დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას.  მხარეები  მიმდინარე წელს ერთობლივი წვრთნების ჩატარებისა და სამხედრო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარების თემასაც შეეხნენ.

თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართულ შეხვედრებს თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics